გივი მიქანაძე ზესტაფონში კოლეჯ „კონსტრუქტ 2“-ის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სასწავლებლის თანამშრომლებს შეხვდა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ზესტაფონის პროფესიული კოლეჯი „კონსტრუქტ 2“-ის სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა. გივი მიქანაძემ, კოლეჯის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ თანამშრომლებისგან მიიღო ინფორმაცია. „კონსტრუქტ2“ განათლების, სამინისტროსა და შპს „ბქ ქონსთრაქშენის“ მიერაა დაფუძნებული, რომელიც სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზეა ორიენტირებული