ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ბრალი წარუდგინეს
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ბრალი წარუდგინეს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, რომ გიორგი კაპანაძე 400 ათასი დოლარის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლას ჰპირდებოდა