გემო ფესტს სამცხე-ჯავახეთი პირველად უმასპინძლებს
გემო ფესტს სამცხე-ჯავახეთი პირველად უმასპინძლებს. დღეს და ხვალ, გასტრონომიული ფესტივალი ბორჯომის პარკში გაიმართება. ადგილობრივებსა და სტუმრებს როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძების დაგემოვნების საშუალება ექნება. ფესტივალში ადგილობრივი მზარეულები მიიღებენ მონაწილეობს, რომლებმაც გადამზადება გამოცდილ შეფ-მზარეულებთან გაიარეს. გემო ფესტის ფარგლებში, ბორჯომის პარკში, კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყობა, დაგეგმილია ასევე კონცერტი