ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე SIAL SHENZHEN ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი
ჩინეთის ქალაქ შენჭენში, საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო. რვა ქართულმა კომპანიამ, თხილი, თაფლი, ღვინო, წვენები და წყალი წარმოადგინა. SIAL SHENZHEN-ში 75 ქვეყნიდან 55 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. გამოფენები, სიალ, ასევე ტარდება პარიზში, მონრეალში, ტორონტოში, შანხაიში, ნიუ დელში, კუალა ლუმპურსა და ჯაკარტაში
