რუსთავის წყალმომარაგებაში დაშვებული დარღვევების და საინვესტიციო გეგმით შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილების გამო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, GWP-ს სანქციებს დაუწესებს
რუსთავის წყალმომარაგებაში დაშვებული დარღვევების და საინვესტიციო გეგმით შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილების გამო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, GWP-ს სანქციებს დაუწესებს. რუსთავის მერიამ, სემეკს, საკითხის შესწავლის თხოვნით, ივნისის ბოლოს მიმართა. კომისიამ დარღვევების შესახებ იმსჯელა და გადაწყვეტილების მისაღებად, დამატებითი სხდომა 11 სექტემბერს ჩაინიშნა. საჯარო სხდომას, რუსთავის მერი და პარლამენტში რუსთავის დელეგატი ესწრებოდნენ
