ჯანდაცვის მინისტრი, რომში, გლობალურ სამედიცინო სამიტში მონაწილეობს
ჯანდაცვის მინისტრი, რომში, გლობალურ სამედიცინო სამიტში მონაწილეობს. სამიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძემ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში განხორციელებულ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, სამედიცინო სერვისებისა თუ მედიკამენტების ხელმისაწვდომობას და ჯიბიდან გადახდების შემცირებას ისახავს მიზნად. ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების მოდელზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე. ისაუბრა მედიკამენტებზე დაწესებულ რეფერენტულ ფასებზე, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების პირდაპირი შესყიდვის მექანიზმზე. ხაზი გაუსვა კარდიოლოგიური სერვისების გასაძლიერებლად განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებსაც. ღონისძიებაში, 80-მდე ქვეყნიდან ხელისუფლების წარმომადგენლები, ფლებოლოგთა ასოციაციების წევრები, ექიმები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები და ექსპერტები არიან ჩართული
