„ქართული ოცნების“, ქვედა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას, ქიზიყისა და ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩებზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და სამგორის ყოფილ მაჟორიტარ სოზარ სუბართან ერთად შეხვდა
„ქართული ოცნების“, ქვედა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას, ქიზიყისა და ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩებზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და სამგორის ყოფილ მაჟორიტარ სოზარ სუბართან ერთად შეხვდა. ზაქარია წიკლაური მათ იმ პროექტებზე ესაუბრა, რისი განხორციელებაც მალე დაიწყება. ქიზიყის ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, წყალმომარაგების კომპანიასთან თანამშრომლობით კი მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვლება. ქუჩის გასწვრივ უკვე მოეწყო რეკრეაციული სივრცის დიდი ნაწილი, დარჩენილზე კი სამუშაოები გრძელდება. ბაღდავაძის ქუჩაზე მცხოვრებლებს კი გარე განათების მოწესრიგება და სკვერის რეაბილიტაცია სურთ
