„ქართული ოცნების“, ზღვის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად, მე-11 მიკრორაიონში მცხოვრებლებს შეხვდა
„ქართული ოცნების“, ზღვის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად, მე-11 მიკრორაიონში მცხოვრებლებს შეხვდა. ირაკლი ბენდელიანმა პირველი კვარტლის „ა“ და „ბ“ კორპუსების მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა. ისაუბრა უკვე განხორციელებულ, ასევე სამომავლო პროექტებსა და უბნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. კანდიდატის განცხადებით მისი პრიორიტეტი მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობაა, რათა ზღვის უბანი დედაქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი გახდეს