თბილისში, წითელ ბაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა
თბილისში, წითელ ბაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. მსმენელის წინაშე ჯგუფმა „ურსამ“ იმღერა. შეკრებილებს სიტვით მიმართა კახა კალაძე. თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, შეკრებილ ახალგაზრდებს დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ხელისუფლების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეთ, რადგან სწორედ თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ამ ქვეყნის მომავალს
