ე.წ. „ქურდული სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ე.წ. „ქურდული სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 30 ადამიანი სხვადასხვა ქალაქში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფება. დაკავებულებს შორის არიან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებიც, გამოძიების ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს ფინანსური დავის მოგვარებას ჰპირდებოდნენ. "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 19 მოქალაქე დააკავეს, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის 7, 4-ს კი, გამოძიება "ქურდულ სამყაროსთან" კავშირს ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროში დააანონსეს, რომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა უკომპრომისო იქნება