შინაგან საქმეთა მინისტრი პირველ მოადგილესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი პირველ მოადგილესთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. გეკა გელაძემ და რონი მესხმა, დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. ყურადღება გამახვილდა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და მიმდინარე რეფორმებზე
