ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ბრალს დღეს წაუყენებენ
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ბრალს დღეს წაუყენებენ. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ჩანს, რომ გიორგი კაპანაძე, მოქალაქეს დიდი ოდენობის ქრთამს ართმევს. 400 ათასი დოლარის სანაცვლოდ, კაპანაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკრეტული მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლას ჰპირდებოდა. მან წინასწარ მოითხოვა თანხის ნაწილი - 100 ათასი დოლარი. მიწის ნაკვეთები, რომლის სტატუსის შეცვლისთვისაც საჯარო მოხელემ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ქრთამი აიღო, მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მდებარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლაა