აშშ-ს კრიტიკა ბრიტანეთს
დონალდ ტრამპი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევების გამო ბრიტანეთს აკრიტიკებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, გამაოგნებელია გაერთიანებულ სამეფოში აზრის გამოხატვისთვის მოქალაქეთა სამართლებრივი დევნის ფაქტები. ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის კონგრესმაც. წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარმა და პრემიერობის ყოფილმა კანდიდატმა, საკუთარი ქვეყნის მთავრობას ავტორიტარული უწოდა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
