ღვინის ტური საქართველოში
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის ორგანიზებით, ღვინის უცხოელი სპეციალისტებისთვის ტური გაიმართა. ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან ქართულ ღვინოს და მის ტრადიციებს კახეთსა და ქართლში გაეცნენ. სხვადასხვა კომპანიის მონაწილეობით, დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც. ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითადი მიმართულებაა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
