პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, საზღვარგარეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 619 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ შეიძინა და სატრანსპორტო საშუალებით საქართველოში გამოაგზავნა. სამართალდამცველებმა ერთი ადამიანი ნარკოტიკული საშუალების მიღების მცდელობის დროს დააკავეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.