სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს სპორტის აკადემია 2025-ს, 20 წლით გადასცა „მზიურის“ მიმდებარედ მიწის ნაკვეთი
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამტკიცებული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შპს სპორტის აკადემია 2025-ს, 20 წლით გადასცა „მზიურის“ მიმდებარედ მიწის ნაკვეთი. საუბარია 11 650 კვადრატულ მეტრზე. პროგრამის პირობების მიხედვით, ინვესტორი უძრავ ქონებაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არანაკლებ ორი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მთავრობის მეთაურის თქმით ინტერესი პროგრამის მიმართ მაღალია. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის და სპორტის განვითარებას.