ელენე ბერიკაშვილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ ფრაზებს, მთავრობის მეთაური სამწუხაროს უწოდებს
ბავშვთა ფსიქოლოგის, ელენე ბერიკაშვილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ ფრაზებს, მთავრობის მეთაური სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება. „ქრონიკა“ დღეს ელენე ბერიკაშვილის სამსახურში მივიდა, თუმცა ჩვენს გადამღებ ჯგუფს ის ადგილზე არ დახვდა. ელენე ბერიკაშვილი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.
