პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად, ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული ნომერ მეორე საჯარო სკოლა გახსნა
პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად, ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული ნომერ მეორე საჯარო სკოლა გახსნა. მთავრობის მეთაური სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. სკოლა 1 200 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ცხრა მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
