ზესტაფონში მეტალურგიული ქარხანა გაიხსნა
ზესტაფონში მეტალურგიული ქარხანა გაიხსნა. ქარხნის წლიური წარმადობა – 400 000 ტონა არმატურაა – რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად აქცევს. მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქარხანა ქართული ინვესტიციის ნათელი მაგალითია.
