ზუგდიდში სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემ თანამედროვე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ზუგდიდში სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემ თანამედროვე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კომპლექსში, რომელიც მალე სატესტო რეჟიმში გაიხსნება, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება და მერიისგან სპორტის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი.
