გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს და გარემოს დაცვის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კვლევის შედეგები , რომელიც პროგრამის „შავი ზღვის გალურჯება“ ფარგლებში ჩატარდა. დავით სონღულაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის სრულყოფის და მისი ეფექტიანი აღსრულების მიმართულებით.
