შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავა. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ერთი ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ბრალდებით, მეორე ძალის გამოყენებით ან მოტყუებით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, მესამე კი ნარკოტიკული ან მასტიმულირებელი ნივთიერებებით ვაჭრობის ან მიწოდების, სხეულის დაზიანების, ცილისწამებისა და ნივთის ქურდობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.
