სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უწყებაში საკუთარი გუნდით მივიდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი უწყებაში საკუთარი გუნდით მივიდა. სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნენ.
