„პატრიოტები ევროპისთვის“ „ენჯეოების“ ქსელის დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვენ
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი - „პატრიოტები ევროპისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დაფინანსების გამჭვირვალობას კიდევ ერთხელ ითხოვენ. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის სახალხო პარტია კვლავ უარს ამ ბობს გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობაზე, რადგან მათ კიდევ ერთხელ დაბლოკეს მემარჯვენე ევროპარლამენტარების ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. უნგრელი ევროპარლამენტარი ანდრაშ ლასლო სოციალურ ქსელში წერს, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, რომ გამოააშკარაონ კორუმპირებული, გლობალისტი ენჯეოების ქსელი და აღარ დაუშვან მსგავსი ორგანიზაციებისა თუ ლგბტქ პროპაგანდის დაფინანსება
