მაიკ ბენცის თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის იდეას ამოფარებული მემარცხენე ორგანიზაციები, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ლობირებდნენ
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი მაიკ ბენცი ამბობს, რომ USAID-ი, NED-ი, სოროსის ფონდი, ატლანტიკური საბჭო და სხვა მემარცხენე ორგანიზაციები დახელოვნებული იყვნენ დიპლომატიურ თვალთმაქცობაში და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვის იდეას ამოფარებულნი, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ლობირებდნენ. მაიკ ბენცის თქმით, ისინი ამისთვის ცენზურის ინსტიტუტს იყენებდნენ, რომელმაც ამერიკიდან ევროპაში გადაინაცვლა. ბენცი განმარტავს, რომ ამერიკაში ცენზურის აკრძალვის ფონზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა, USAID-ის და არასამთავრობოების დახმარებით ევროპაში ცენზურის აპარატი შექმნა. მთავარი მიზანი სოციალურ ქსელებსა და გუგლის საძიებო სისტემაში არახელსაყრელი პოლიტიკური პარტიების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის მაკრიტიკებელი სტატიებისა და პოსტების დაბლოკვა იყო. ბენცი რადიო თავისუფლებას ამერიკის დაზვერვის მიერ შექმნილ ჯაშუშურ ქსელს უწოდებს და სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის აპარატად მოიხსენიებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები დაზვერვის სამსახურის დავალებით მოქმედებენ.
