განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი“ გახსნა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი „მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრი“ გახსნა. ცენტრში თავმოყრილი უახლესი სამეცნიერო აპარატურის გამოყენებით შესაძლებელი იქნება ინოვაციური ბიოსამედიცინო კვლევების მხარდაჭერა, მათი კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, ასევე კვლევითი კომპონენტების მიმართულებით გაძლიერდება უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამები
