თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს. გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს თავდაცვის ახალი კოდექსის ფარგლებში ამოქმედებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობა და მისი შედეგები გააცნო. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ „თავდაცვის კოდექსის“ შესაბამისად, 2025 წლის პირველი იანვრიდან წვევამდელები სამხედრო სამსახურს გადიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. რეფორმის პირველ ეტაპზე განხორციელდა სისტემური ცვლილებები - ჩამოყალიბდა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო და შეიქმნა გაწვევის ელექტრონული პროგრამა. მინისტრის მოადგილემ, ასევე ისაუბრა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალ პირობებზე
