აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთი დაკავებულის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეინახეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, აღნიშნული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდებთან და 135 ვაზნასთან ერთად ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
