პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი უკრაინის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი", „ჰეროინი“ და „გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს
