კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების ოთხწლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურის განვითარების ოთხწლიანი გეგმის პრეზენტაცია გამართა. მთავარი აქცენტი გზებისა და ხიდების რეაბილიტაციაზე გაკეთდა. ითქვა, რომ მათ შორის მოხდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, გურამიშვილის გამზირების, თამარაშვილისა და ბელიაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია. ასევე იგეგმება მინდელის სახელობის, თამარ მეფისა და გალაკტიონის ხიდების რეაბილიტაცია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ასევე განახლდება საბავშვო ბაღების შენობები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
