სახელისუფლებო გუნდი აქციის მონაწილეების მხრიდან ბექა ოდიშარიაზე თავდასხმას სამარცხვინოს უწოდებს
სახელისუფლებო გუნდი აქციის მონაწილეების მხრიდან ბექა ოდიშარიაზე თავდასხმას სამარცხვინოს უწოდებს. მათი შეფასებით აქციაზე იდგნენ სახედაკარგული, ისტერიულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. შეგახსენებთ გუშინ აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ კახი კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნაზე მისულ ბექა ოდიშარიას. პოლიტიკოსს სიძულვილის შემცველი და შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე მოუწია ტერიტორიის დატოვება, შეძახილებს შორის ისმოდა აქტივისტის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომელიც ბექა ოდიშარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა
