სამართალდამცველებმა თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს
სამართალდამცველებმა თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება 34 512 აბი „მეთადონი“ ამოიღეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, ეს არის „მეთადონის“ აბების ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ფონიჭალის დასახლებაში ჩატარდა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
