განათლების სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და „დურგალთა სკოლას" შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლების სამინისტროს, კოლეჯ „სპექტრსა“ და „დურგალთა სკოლას" შორის სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს სადურგლო მიმართულებით პროფესიული პროგრამების განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა.