პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით აირჩია
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.სუსის ახალი ხელმძღვანელი რუსულ ოკუპაციას და გარე ჩარევებს ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებად ასახელებს. მამუკა მდინარაძემ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ხაზი გაუსვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და თქვა, რომ რამდენიმე წელიწდში კორუფცია ფაქტობრივად აღმოფხვრილი უნდა იყოს.