მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილის განცხადებაზე: სიტყვა დამხობა არ შეიძლება მშვიდობიანი იყოს
სიტყვა - დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სუსის უწყება იმისთვის არსებობს, რომ ქვეყანას რყევები თავიდან აარიდოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, დანაშაულებრივი კვალიფიკაციის ნიშნები ხაბეიშვილის სხვა განცხადებებში იკვეთება.