შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები - 3 კილოგრამამდე „მეთადონი“, 32 შეკვრა, სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს - დაკავებულია ოთხი ადამიანი. მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე. არსებული ინფორმაციით დაკავებულია მსხვილი ნარკორეალიტაზორი მეტსახელად სლიგინაც.