სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, წითელი ხიდის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სადახლოსა“ და „ვახტანგისის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს. ორმა მათგანმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო კიდევ ორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა საქართველოში. დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
