თბილისში ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
თბილისში ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დასაქმებული იყო თბილისში, ერთ-ერთ საკანცელარიო მომსახურების ობიექტში, სადაც შესაბამის ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა სახის დოკუმენტის, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატამენტის თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობასა და თბილისის მერიის ავტომობილის საშვს აყალბებდა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტაცია შეიძინეს. ამოღებულია პერსონალური კომპიუტერები და სპეციალური ტექნიკა, ასევე ამოღებულია, ყალბი მართვის მოწმობა და მართვის მოწმობის დამზადებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.