შსს: დაკავებულია პირი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გუშინ აქციაზე დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. იარაღი ნივთმტკიცებად ამოღებულია. ასევე, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.