პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდება, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებად და მასში მონაწილეობად გადაკვალიფიცირდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდება, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებად და მასში მონაწილეობად გადაკვალიფიცირდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ ძალადობაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა. დაზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების ქონება. აგრეთვე დაზიანდა თბილისის მერიის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურა.
