ჩეხეთის ოპოზიციის ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ანდრე ბაბიშს თავს დაესხნენ
ჩეხეთის ოპოზიციის ლიდერსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ანდრე ბაბიშს თავს დაესხნენ. წინასაარჩევნო კამპანიის ყრილობაზე, მას თავში რკინის ყავარჯენი ჩაარტყეს. ინციდენტის შემდეგ ბაბიში საავადმყოფოში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს. ოპოზიციის ლიდერმა აღნიშნა, რომ დამატებითი სამედიცინო კვლევების გამო, საარჩევნო პროგრამის ნაწილის გაუქმება უწევს. ანდრე ბაბიშზე თავდასხმა დაგმეს ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ და უნგრეთის პრემიერ მინისტრმა. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის შემდეგ, ძალადობამ ჩეხეთის პოლიტიკაში გადაინაცვლა. ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დაგეგმილი