მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა
მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამძიმრის წერილს აქვეყნებს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძე უსამძიმრებს მანანა მენაბდის ოჯახს და ახლობლებს და წერს, რომ ის იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა უნიკალური საშემსრულებლო სტილის, მტკიცე ხასიათის და პიროვნული თვისებების გამო. მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი მუსიკოსის ოჯახს, კოლეგებსა და საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს და წერს, რომ მანანა მენაბდემ თავისი შემოქმედებით განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს, რომ მანანა მენაბდე იყო მუსიკოსი, რომლის გამორჩეულმა სტილმა და შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის კულტურულ მეხსიერებაში. მან ღირსეულად განაგრძო დები იშხნელების ოჯახის უნიკალური მუსიკალური ტრადიციები. მანანა მენაბდე 1948 წელს დები იშხნელების ოჯახში დაიბადა
