საერთაშორისო სტუდენტური ბარათი
„ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი და ევროპის 40 ქვეყანაში 25 000-ზე მეტ ფასდაკლებას გულისხმობს. ათ მილიონამდე ახალგაზრდას აერთიანებს. პროექტის პრეზენტაცია თბილისის მერმა გამართა. კახა კალაძის თქმით, პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის ზრდა მობილობის, განთავსების, კულტურისა და გართობის სერვისებზე. ბარათი მფლობელებს ასევე სთავაზობს ფასდაკლებას განათლების, მოგზაურობის, სპორტისა და რეკრეაციის მრავალფეროვან სერვისებზე
