საქართველოს პრემიერ-მინისტრი BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს საქართველოში აზერბაიჯანსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა. ისაუბრეს BP-ისა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ BP ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია , განიხილეს BP-ის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა, მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ სატრანზიტო მილსადენს, ასევე, ბაქო-სუფსის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას.ასევე აღინიშნა სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის როლი, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი აირი შაჰ დენიზის საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებს მიეწოდება.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას
