პარლამენტმა გახარიას პარტიის 12 წევრის უფლებამოსილება ცნო
პარლამენტმა გახარიას პარტიის 12 წევრის უფლებამოსილება ცნო. პარალელურად, გიორგი გახარიამ თავისი პარტიის წევრების პარლამენტში შესვლა არ გამორიცხა. მან საპარლამენტო მანდატებზე უარს შეცდომა უწოდა. მმართველი გუნდი ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე საუბრობს, მათ მიერ დაშვებულ პოლიტიკურ შეცდომებზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ გახარიას ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ ოპოზიცია გარე კარნახით მოქმედებდა.
