პრეზიდენტის ღია წერილი - პოლიტიკური შეფასებები
ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა მიხეილ ყაველაშვილის მიერ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი ღია წერილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაზიანებულ ურთიერთობებსა და ამის მიზეზებზე ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის კონკრეტული გზამკვლევით
