თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონია
თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონია. ჩემპიონატის ფინალში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, „არმია“ „ბათუმს“ დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით 9:2 დაამარცხა. ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცა. „არმიამ” ჩემპიონის ტიტულის მოგებით, შემდეგი წლის ჩემპიონთა ლიგის „ა“ დივიზიონის საგზური მოიპოვა. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი „არმიას“ მეკარე კაპრალი ვახტანგ ტერუნაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორი - კაპრალ-სპეციალისტი დავით კოხრეიძე