საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს „ევრობასკეტზე“ მეოთხე შეხვედრას გამართავს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს „ევრობასკეტზე“ მეოთხე შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელების მეტოქე C ჯგუფის მასპინძელი კვიპროსი იქნება. დღევანდელ მეტოქეს ყველა შეხვედრა წაგებული აქვს, ეროვნულ გუნდს კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მოგება მართებს. საქართველომ პირველ მატჩში ესპანეთს სძლია, ხოლო იტალიასთან და საბერძნეთთან მარცხი განიცადა და მე-5 პოზიციაზე იმყოფება. თამაში ლიმასოლში, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება
