მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე გარდაიცვალა
მუსიკოსი, მომღერალი, მწერალი, მხატვარი და მსახიობი მანანა მენაბდე გარდაიცვალა. სამძიმრის წერილს აქვეყნებს პრემიერ მინისტრი. ირაკლი კობახიძე უსამძიმრებს მანანა მენაბდის ოჯახს და ახლობლებს და წერს, რომ ის იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა მისი უნიკალური საშემსრულებლო სტილის, მტკიცე ხასიათის და პიროვნული თვისებების გამო. მანანა მენაბდე 1948 წელს დები იშხნელების ოჯახში დაიბადა. ის 77 წლის ასაკში გარდაიცვალა