ბოლო ერთ თვეში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე გააძევეს
ბოლო ერთ თვეში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე გააძევეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აგვისტოში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებული არიან : ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის, კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები. კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა
